4 სექტემბრის ღამიდან ამინდი შეიცვლება. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ძლიერი წვიმა და სეტყვა.
ასევე ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი 5 სექტემბერსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე დაიკლებს, ქარის კი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში. დღის განმავლობაში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს.
4-5 სექტემბერს კი ტემპერატურა დაიკლებს და +18 +30 გრადუსის ფარგლებში იქნება, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი, რომელიც პერიოდულად 17-22მ/წმ-მდე გაძლიერდება.
3-4 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ტემპერატურა +38 გრადუსი იქნება. 5 სექტემბერს თბილისში ტემპერატურა +33 გრადუსამდე შემცირდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება 20-25მ /წმ-მდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ“ - ოთო ლომთაძე „მთავარ არხს“
🔵„ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ვანო ჯავახიშვილი
🔵„ძალიან ვწუხვართ, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“ - მთავარი არხი