მომღერალი გია სურამელაშვილი წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და პოპულარობასაც ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ მისი ამბებიც საინტერესოა ხოლმე. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ახალამობრწყინებულ ვარსკვლავზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული.
მომღერალი როგორც აცხადებს, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ისრაელიდან და გადაცემას „დღის პოსტი“ ესტუმრა. გია სურამელაშვილმა პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„3 დღით წავედით მე და „ქუჩის ბიჭები“ ისრაელში, ეგენი წამოვიდნენ და მე 20 დღე დავრჩი. ყოველთვის ვიყავი გულით, სულით და სიყვარულით ისრაელის მიმართ, მაგრამ პანდემიის გამო დიდი ხანი ვეღარ ჩავედი.
მთელმა ქვეყანამ იეჭვიანა, დავიჯეროთ იმას უღალატა და ვინმე ჰყავსო?
დიახ, გიღალატე, დაგეცეს მეხი, დაგაყარე მიწა.
პირადში არაფერი ხდება, რადგან ძალიან კარგად მივეჩვიე მარტო ცხოვრებას, კარგი ყოფილა, რომ არავინ არაფერს გიშლის, არავინ აღარ ეჭვიანობს. კვდება ალბათ, ისე დაბერდა, მობერდა. მუშტარი ძალიან ბევრია, რიგი დგას.
როცა ურთიერთობაში ხარ, გიყვარს, უყვარხარ - გინდა არ გინდა ითვალისწინებ რაღაცებს. მე კიდევ ჩემი გაქანების მომღერალი, როდესაც ქალი, კაცი მოდის და მკოცნის, მპროშნის, არ ესიამოვნება“, - ამბობს გია სურამელაშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/839337912127279


ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „31 დეკემბერს სახლში მხოლოდ ერთხელ შევხვდი“ - თიკა ჯამბურია სამუშაო რეჟიმსა და დასვენებაზე