ყველასთვის საყვარელი მომღერალი ეკა მამალაძე გადაცემაში, „პირველი სტუდია“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ოჯახზე, კარიერასა და მისთვის მნიშვნელოვან თემებზე გულწრფელად ისაუბრა.
მისი თქმით, დედამისი, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შემსრულებელი ნანი ბრეგვაძე შვილის მიმართ პროფესიულ შენიშვნებს არ იშურებს და იშვიათად აქებს მას.
„აი იცის თქმა, „რატომ?“ - თუ შეგიძლია გამოასწორო, რატომ არ აკეთებ?! სულ უკმაყოფილებას აქვს ადგილი ჩემსა და ნანის შორის, ცხადია მუსიკალურად. ნანი გიჟდება შენიშვნებზე... მე ვარ სულ დაჩაგრული. ხანდახან შემაქებს და მე არ მიყვარს შექება, მაგრამ ხანდახან რომ არ მაქებს, ეგეც არ მომწონს“, - ამბობს ეკა მამალაძე.

ამასთან ეკა მამალაძემ აღნიშნა, რომ პირადზე საუბარი არ უყვარს და არც ის, რომ სხვები ლაპარაკობენ.
„ჩემ ცხოვრებაში იყო ბევრი ლაპარაკი, მითქმა-მოთქმა, მე არ მომწონს, როდესაც პირადზე საჯაროდ ლაპარაკობენ. ამიტომ დღესაც თქვენ ღიად გეუბნებით, რომ პირადი ცხოვრება, არ აქვს მნიშვნელობა იქ რაღაცები იყო, ბევრი მითქმა-მოთქმა – ამის გარჩევა საჯაროდ მე არ მომწონს და არც მინდა. ასე რომ სხვა კითხვებთან დაკავშირებით მე ვიყავი ძალიან გულწრფელი…სულ ვფიქრობ, რამხელა ბედნიერება იყო, რომ შემხვდა მერაბი, გავაჩინე ნატალია. პლუს კიდე კარგი ამბები მოხდა. მერაბთანაც დასრულდა, იქაც პრობლემები იყო, მაგრამ დღესდღეობით ძალიან კარგად ვარ“, - ამბობს ეკა მამალაძე.



ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ წარმატებას მიაღწიონ - გია მურღულიას რეკომენდაციები