Digest Logo

პატრიარქი: მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი

1745095435
ილია მეორე

„მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.

„დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:
„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!
განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!
განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი” (მელეტი ანტიოქიელი).
აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პირველივე ნახვიდან მივხვდი, ცირა ჩემი ადამიანი იყო...“ - გოდერძი შარაშია მეუღლეზე

⭕„ადამიანი, რომელზედაც ვფიქრობდი, რომ მეგობარი და დასაყრდენი იყო, შევცდი...“ - რას ჰყვება გოდერძი შარაშია?

⭕„ანდრიამ გვითხრა, ისეთი განცდა მაქვს, პირველი შვილი არ ვარო... 15 წლის ასაკში ვუთხარით სიმართლე...არასდროს ვსაუბრობ ამ ტკივილზე“ - რა ტრაგედია გადახდა გოდერძი შარაშიას?