მწერალი დათო ტურაშვილი უკრაინა-რუსეთის მოვლენებს ეხმიანება და პუტინის შესახებ საკუთარ მოსაზრებას „ტვ პირველის“ ეთერში აფიქსირებს.
„იმდენი ქნა რუსეთმა, რომ ყველა უკრაინელი გადაიმტერა, მათ შორის ეთნიკური რუსებიც. გუშინ რომ გაათავისუფლეს მარიუპოლის მერი, ის ეთნიკური რუსია.
რამდენიმე თვის წინ მოვისმინე პუტინი საქართველოს ისტორიაზე საუბრობდა და ისეთ საოცრებებს ამბობდა, მის დებილ მრჩეველს ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელი სამიანს არ აღირსებდა.
ასეთივე ისტორია იცის უკრაინაზე და ამიტომ ეგონა ალბათ, რომ პურმარილით დახვდებოდნენ“, – განაცხადა დათო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს