Digest Logo

ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

1729602509
ქართველი სპორტსმენები

„ქართველმა კუდოისტებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს“, – ინფორმაციას ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა. საქართველოდან ტატამზე 14 სპორტსმენი გავიდა. მათგან 12-მა მონაწილემ მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნაკრების რიგებში ორი გოგონა ასპარეზობდა და ორივემ მედალი აიღო.

მთლიანობაში, ქართველი კუდოისტების ანგარიშზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული გიორგი ჟვანია, ლუკა აჩბა და საბა მარკელია გახდნენ.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ვასილ დვალაძე, თორნიკე კურტანიძე, მარიამ ნანავა, ანჟელა მომცელიძე, დიტო ბერაია და გიორგი ძვაბავა, ხოლო ბრინჯაოს დევან დარასელია, გიორგი ხარატიშვილი და ანდრია ზუხბაია დასჯერდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ზოგჯერ მეკითხებიან - „ლოცვები ჯობია წავიკითხო თუ ჩემი სიტყვებით ვილოცო?“... ამდენი წელია „მამაო ჩვენოში“ სიტყვა მამაოს ვამბობ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მე გავითავისე რასთან მაქვს საქმე?!“ - მამა თეოდორე გიგნაძე

⭕ფსიქოლოგები ასახელებენ 9 იშვიათ თვისებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცს ქალში

⭕„ნათელი შენს სულს, ჩემო ძმაო!“ - ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა