Digest Logo

„ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ... მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო და იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა...“ - მამა შალვა კეკელია

1669106742
მამა შალვა კეკელია

13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც შადრევანში მეგობრების დასახმარებლად ჩავიდა, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

მამა შალვა კეკელიამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იქადაგა და აღნიშნა, რომ ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ…

„დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ…

ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი…“, - ამბობს მამა შალვა. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი...“ - მარიტა მეფარიშვილის დედა

🔵„ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება... და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?“ - ნანა გეგეჭკორი

🎥 „კახა კალაძეც ერთ-ერთი თავზარდაცემული ჭირისუფალია, მისი ვაჟკაცური ცრემლიც გაჰყვა პატარა მარიტას“ - მარიკა კვალიაშვილი

წყარო: fortuna.ge