Digest Logo

„ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი...“ - მარიტა მეფარიშვილის დედა

1666446617
მარიტა მეფერიშვილი

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

მარიტას დედა ანა შოშიაშვილი სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი...

ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს.

მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად.
მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები.

მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი.

ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა. დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა.

მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ.

უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი.

მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის. ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, მეგობრები, ჩოგბურთი  სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ, კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ .ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი.. “ - მა­რი­ტას დედა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ 👇

🔵„რა პიარი და ანტიპიარი, თქვე უსისხლოებო, რაებს აკეთებთ? იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს, თქვე ავადმყოფებო!“ - კოტე ზარნაძე

🔵„ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება... და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?“ - ნანა გეგეჭკორი

„კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა...“ - რას იხსენებს მარიტას მეწყვილის დედა