Digest Logo

რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

1719918563
მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით.

„შევქმენი პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა - „ნიკოლო“. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი ჰქონდა.

შემდეგ შეიქმნა თოჯინები: სტივი უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, რომლებიც კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას.

ბახვა წერედიანმა არაერთი სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენაა „უშბა და თეთნულდი“, რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა და 2024 წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილიც მოიპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ქართული თეატრის ამ დანაკლისის გამო და უსამძიმრებს ბახვა წერედიანის ოჯახსა და ახლობლებს“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ ქვეყანაში, მაგრამ თუ ვინმე ასე ფიქრობს ძალიან დიდი მადლობა მათ“ - გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან დაწინაურდეთ იქ სადაც მუშაობთ“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით, 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე“ - გულშემატკივარი