Digest Logo

რიდის და ბითაძის შეჩერება რთულია - საქართველომ ლატვია დაამარცხა

1782671714
საქართველომ ლატვია დაამარცხა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკონტროლო ხასიათის იყო, მაინც დიდი ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 87:77.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, 2 ივლისს რიგაში, უკრაინასთან გამართავს. სწორედ ამიტომ გადაწყდა საწვრთნელი შეკრების სწორედ ლატვიაში გამართვა.

როგორც ჩანს, ქართველ კალათბურთელებზე რიგის „ქსიაომი“ არენაზე დაბრუნებამ ემოციურად დადებითი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ დარბაზში დაამარცხა ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა (2025 წელს).

9:0 - ასეთი გაქცევით დაიწყო მატჩი. მართალია, ლატვიელებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს გადასწრება, მაგრამ პირველი ტაიმი, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოსი იყო. მეორე პერიოდში „ჯვაროსნები“ 18 ქულითაც დაწინაურდნენ (39:21), თუმცა დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 47:39.

რის ხარჯზე მოიპოვეს სტუმრებმა დიდი უპირატესობა?  მიზეზი არაერთი იყო, თუმცა ჩვენ ორს დავასახელებთ: პირველი - დაცვაში კარგი თამაში. მეორე - შეტევაში პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით ტყორცნები. საწყის 15 წუთში საქართველოს ნაკრებს 8-დან 6 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. 4-დან 3 დუდა სანაძეს.

მეოთხე პერიოდში უკეთესად ლატვიელები გამოიყურებოდნენ. მათ მეოთხედი 11:0 გაქცევით დაიწყეს და სტუმრებს 67:65 გაასწრეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯერი დადგა –+- რიდს, სანაძეს, ვითაძეს, ბურჯანაძეს კარგად აუბეს მხარი ოჩხიკიძემ ანდრონიკაშვილმა და მატჩიც ჩვენი გუნდის 10-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

​2 ივლისს მეტად მნიშვნელოვანი მატჩია უკრაინასთან. ამ შეხვედრაში ითამაშებს კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც უკვე ლატვიაშია, თუმცა მწვრთნელებმა გადატვირთული სეზონის შემდეგ ლატვიასთან მატჩში დაასვენეს. ალექსანდრე მამუკელაშვილი კი ამერიკაშია და საკონტრაქტო საკითხებზე მუშაობს. რამდენად მოასწრებს 2 ივლისის მატჩამდე ჩამოსვლას, საკითხავია.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 რომელი სოლარიუმის აპარატია კარგი? - დერმატო-ვენეროლოგის გაფრთხილება

⭕ გარდაიცვალა ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე

⭕ „გამოვემშვიდობეთ გულითადად ერთმანეთს, მას შემდეგ მათზე აღარაფერი ვიცი“ - რა ისტორიას იხსენებს ზურაბ შევარდნაძე