Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

1737276020
ქარიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვარს საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ქალაქის გარეუბნებში ღამით და დღის მეორე ნახევარში ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ემოციური კადრები კალიფორნიიდან, სადაც მერაბ დვალიშვილის ბრძოლა გაიმართა - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕„რამდენიმე ტრავმა მქონდა, თუმცა ოქტაგონზე ყველაფერი დავდე“ - მერაბ დვალიშვილი

⭕თოფურია დვალიშვილზე: აი ეს ხდება მაშინ, როდესაც დაღესტნურს ქართული ჭიდაობა უპირისპირდება