ვიზაჟისტი, კოსმეტოლოგი თინიკო მსხვილიძე, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო რთული ორსულობა გაიარა, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ამბავი გაიხსენა:
„მყავს უფროსი ბიჭი, რომელიც არის 29 წლის და ეს არ იყო ჩემთვის პირველი ორსულობა. უბრალოდ პირველი ორსულობის შემდეგ შემექნა ჯანმრთელობას პრობლემები. მქონდა ბევრი შეწყვეტილი ორსულობა, მქონდა გარე ორსულობაც და რომ არა ექიმების ყოჩაღობა, მე ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. არ ვიცოდი რა მჭირდა, სანამ კლინიკამდე მიმიყვანდნენ 4-ჯერ დამჭირდა რეანიმაციული ჩარევა. გამიკეთდა ოპერაციაც. შესაბამისად მითხრეს, რომ ჩემთვის ორსულობა აღარ შეიძლებოდა. შევეგუე და შეველიე იმ აზრს, რომ მეორე შვილი აღარ მეყოლებოდა.
გავიდა რვა წელი და აღმოვაჩინე რომ ველოდები მეორე ბავშვს. პირველი ემოცია იყო შიში, ისევ მომიწევდა ყველაფრის გავლა, რაც მაშინ გავიარე. რთული იყო ჩემი უფროსი შვილისთვისაც. მოხდა ისე, რომ ღვთის წყალობით გაჩნდა დაჩი. დაჩი დაიბადა მაშინ, როცა მე ვიყავი 41 წლის. შემდეგ ჩემი უფროსი ბიჭი დაოჯახდა და წლინახევრის შემდეგ გაჩნდა ჩემი უფროსი შვილიშვილი. დედობრივი ემოციები და ბებიობა შეერია ერთმანეთს. თუმცა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მაინც გავივლიდი რთულ გზას“, - აღნიშნა თინიკო მსხვილიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რადგან ეტლში ხარ ფიზიკურად ვერ შეძლებ ბავშვის გაჩენასო...“ - რას ჰყვება ეკა ქაჯაია
🎥 „ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის პირველი დეკემბრიდან...“ - თეა სიჭინავა შვილზე
🎥 „პირველად ორი წერტილი რომ დავინახე შემეშინდა...“ - რას ჰყვება თეონა ცირამუა შვილებზე