Digest Logo

სალმონელა „სთრით ფუდ 125“-ის შაურმაში - სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

1750324454
შაურმაშაურმა

სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას აკეთებს. 

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით ფუდ 125“, რის შედეგადაც საკვებში სალმონელა აღმოჩნდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).

შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა.

სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენი გაცნობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, იმ დროს სულ რაღაც 20-21 წლისები ვიყავით...“ - ნია წივწივაძე მეუღლეზე საუბრობს

რატომ არის 2025 წლის ზაფხული თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანი და რა კარმული გაკვეთილის გავლა მოგვიწევს მომდევნო თვეების განმავლობაში

„რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა