Digest Logo

„სამაგალითოა, ამიტომ შეუძლია ამ დონეზე თამაში“ - შტურმის მთავარი მწვრთნელი ოთარ კიტეიშვილზე

1769798335
ოთარ კიტეიშვილის

გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის ბოლო ტურში ნორვეგიული „ბრანი“ ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა.

„შტურმს“ ეს გამარჯვება არ ეყო, პლეი-ოფში მაინც ვერ გავიდა, მაგრამ მოგება მაინც მნიშვნელოვანი იყო. კიტეიშვილმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა, პირველი არ ჩაუთვალეს, რადგან მისი თანაგუნდელი, საგოლე პასის ავტორი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სამაგიეროდ, 85-ე წუთზე კიტემ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა.

ოთარ კიტეიშვილი შეაქო შტურმის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმაც.

„კიტე აბსოლუტური პროფესიონალია, რომელიც ყოველდღე მაგალითია, რომელიც ვარჯიშზე მაქსიმუმს აკეთებს და რომელიც არასდროს ისვენებს. სწორედ ამიტომ შეუძლია მას ასეთი თამაშის ჩვენება“, - განაცხადა ფაბიო ინგოლიჩმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველა ამ რიტუალში მთავარი ფუძე რწმენაა და ის ენერგია რომელსაც ადამიანი ხარჯავს...“ - ნინა სუსლოვა სუბსარქისსა და მარილიან კვერებზე

⭕„დღემდე ამბობენ: სვანეთში უკანასკნელი სვანიც, რომ დარჩეს „ადიშის ოთხთავს“ არ დათმობსო...“ - რას წერს გიორგი ნიკოლავა

🎥 „ბავშვებთან ურთიერთობაში მხარდაჭერა არის მთავარი...“ - როგორი უნდა იყოს საუკეთესო მამა: თამარ გაგოშიძე