Digest Logo

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ...“ - პრეზიდენტის პირველი კომენტარი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

1665668921
პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵 „4 შვილის მამა ვარ, არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ისინი გავუშვა სკოლაში და მსგავსი რამ შეემთხვათ“ - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ირაკლი ნადირაძე ატირდა - ვიდეო

🔵 „თავზარდაცემულები ვართ ყველა...“ - კახა კალაძის პირველი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ამბავზე

🔵 „ხელოვნურ ვენტილაციაზეა“ - როგორია ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა