Digest Logo

„შევიწროებას ვგმობ როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი, გრცხვენოდეთ“ - პრეზიდენტი

1679927597
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეწამყვან თათია სამხარაძესთან დაკავშირებულ პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს. 

🔵 „ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან… ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ“ - თათია სამხარაძე

შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. 

ასეთი არაცივილიზებული, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად ასევე მორალურად. რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება.

შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს კატეგორიულად ვგმობ. ვგმობ პირველ რიგში როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, რასაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და რომლის ისტორიას იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას.

ჩვენი ისტორიის და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს როცა ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ ქაღალდზე დატანილს, მეტიც ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით, გამეორებით ეძალადება.  ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, უნდა გრცხვენოდეთ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ყოფნის დროს 2016 წელს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლო. სამხარაძემ დავა მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  „ამ კვირაში მოაგვარეთ პრობლემები, რადგან მომდევნო კვირა შედარებით მძიმე იქნება“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵  „ფინანსური სიურპრიზების დღეა“ - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

🔵  „27 წლის გიორგი მენინგიტით გარდაიცვალა, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის „გირჩის“ ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო“ - ბექა ყორშია