Digest Logo

შიო მესამე: ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს

1782644716
მეუფე შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

„დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც საზღვრები, არც სივრცის, არც დროის, მაგრამ უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, თუ გვინდა, რომ უფალმა ჩვენ ეს ლოცვა შეგვისრულოს.

ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს.

წელს თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები“, - განაცხადა შიო მესამემ.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „რომ დამჭირდეს ყველგან ვიმუშავებ...ჩემ თავს პირობა მივეცი ბინას შევიძენდი“ - რატომ აქვს თამო ვაშალომიძეს 2-მილიონიანი ფინანსური ვალდებულება

🎥 „გადაუჭრელი ამბები ახლა კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდება“ - იუპიტერი ლომში და რეტროგრადული მერკური: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

⭕ „გამოვემშვიდობეთ გულითადად ერთმანეთს, მას შემდეგ მათზე აღარაფერი ვიცი“ - რა ისტორიას იხსენებს ზურაბ შევარდნაძე