Digest Logo

„სუნთქვებიც ჩავუტარეთ, მასაჟებიც, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ“ - რას იხსენებს მებაღე, რომელიც ტრაგედიას შეესწრო

1665742924
ქეთი ტყებუჩავა

მებაღე, ქეთი ტყებუჩავა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას შეესწრო. მან „პალიტრასთან“ ინტერვიუში ტრაგიკული წუთები გაიხსენა.

„აი, აქ ვმუშაობდით მე და დევი. ბავშვები იყვნენ შემომსხდრები, ძალიან ბევრნი იყვნენ, თამაშობდნენ. თურმე შესულან შიგნით და ჭყუმპალაობდნენ. ერთს ზევიდან ჰქონდა გახდილი. არ მიგვიქცევია ყურადღება, ერთი ბავშვი მოვიდა, თანაკლასელი - გვიშველეთო და ახლოს რომ მივედით, თავქვე იყვნენ ჩამხობილები. ორი ბიჭი ჩანდა, ერთი უფრო ახლოს, მეორე კი ცოტა შორს, გოგო უფრო ღრმად იყო. არც დაფიქრდა დევი, დენი მასაც ურტყამდა, გამოვართვევინეთ შადრევანი და ისე გამოიყვანეს გოგონა, უკვე ძალიან ცუდად იყო. სასწრაფოც ეგრევე მოვიდა, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარეთ, მასაჟებიც, თუმცა... უკვე გაშავებული იყო. პულსი კი აღუდგინეს, მაგრამ საავადმყოფოში გარდაცვლილა“, - განუცხადა „პალიტრას“  მებაღემ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

ამავე თემაზე:

🔵„ნეტა შემეძლოს იმ გოგონას ხელახლა გადარჩენა, ალბათ, შევძლებდი. ვწუხვარ იმის გამო, რომ იმ საბრალო გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი“ - დევი მეზურნიშვილი

🔵„გუბეში ფეხი ჩააჭყაპუნა, თურმე ელექტრობოძიდან ჩამოვარდნილი სადენი იყო ჩავარდნილი, იქვე გააშეშა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი“ - მარიკა ბაკურაძე უმძიმეს ისტორიას იხსენებს

🔵„რა ჰქვია ამას, ბედისწერა? ასე უნდა დავეტოვებინეთ? სიკვდილო, თუ შორიდან გვიყურებ და იღიმები, გაიმარჯვე არა?“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი