ისრაელთან მოგებული (101:90) მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა:
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, რომლის პოზიტიურ ტალღაზე დასრულება საჭირო იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება.
გეგმის ნაწილი იყო, რომ ყველა მოთამაშეს მისცემოდა თამაშის შანსი, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ და მიხარია, რომ ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. მთავარია, რომ ოფიციალურ თამაშებს პოზიტიური განწყობით ვხვდებით“, - ამბობს თორნიკე შენგელია.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
⭕„ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „მეტად ხელსაყრელი პერიოდია...“ - მზე ქალწულის ნიშანში: ქეთი ოდიშელის პროგნოზი