
80 წლის ემზარ ნიკოლაძე ნიჭიერში სიმღერით წარდგა. როგორც ის ამბობს, სათნოების სახლ „კათარსისში“ მღერის და მისი მთავარი მისია ბენეფიციარებისთვის მუსიკალური საღამოების მოწყობაა.
„უნდათ, რომ ეს საზოგადოება, რომლებიც „კათარსისის“ წევრები არიან, გავართოთ და სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია," - ამბობს ემზარ ნიკოლაძე.
როგორც ემზარ ნიკოლაძე ჰყვება, მთელი ცხოვრების განმავლობაში სურდა დიდ სცენაზე გამოსვლა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, „ნიჭიერის“ საშუალებით კი ამის შანსი მიეცა. მისივე თქმით, „ნიჭიერში“ მის გამოსვლას „კათარსისის“ მთელი კოლექტივი გულშემატკივრობდა.
ემზარ ნიკოლაძემ ჟიურის და მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. მან ჟიურის ერთ-ერთი წევრისგან, თამარ ფხაკაძისგან „ოქროს ღილაკი“ მიიღო, რაც ნახევარფინალის პირდაპირ საგზურს ნიშნავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დავით აღმაშენებლის სახელი დაენათლა...“ - ნანა აროშიძისა და ილო ლობჯანიძის ვაჟი გაქრისტიანდა
⭕🎥 როგორ მოქმედებს ალკოჰოლი და თამბაქო ჩვენს სისხლზე? - ექიმ ნინო შარაშენიძის რჩევები