Digest Logo

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ კესარია აბრამიძეს

1726744159
 კესარია აბრამიძე

მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება - ჯიქიას სახელობის სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში.

ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე მას კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕„ხელის თხოვნას აპირებდა“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?