
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც საუბარია ადამიანებს შორის ურთიერთობაზე და მათ რეალიზებაზე.
„თუ ადამიანს მეორე ადამიანის ტკივილი არ სტკივა, ასეთი ადამიანი, როგორც პიროვნება, არ რეალიზდება. პიროვნულობა რეალიზდება იქ, სადაც სხვისი ტკივილი გტკივა, მხოლოდ იქ, სხვაგან არსად არ რეალიზდება.
პიროვნულობა; ევქარისტია, ანუ სწორი ზიარება, ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა ჩვენში პიროვნულობა რეალიზდება,
ქრისტეს სისხლი ყოველი ცოდვისგან გაგვწმენდს და ამის ნაყოფად ერთმანეთს ვეზიარებით. ანუ, ჩვენ თუ სწორად ვცხოვრობთ ევქარისტიული ცხოვრებით, ვეზიარებით, ვეზიარებით, ვეზიარებით.
რაც დრო გადის, უფრო მეტად და მეტად და მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ანუ უნდა განვიცდიდეთ ერთმანეთის სიხარულსაც და ერთმანეთის ტკივილსაც.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ფაქიზი უნდა ვიყოთ ურთიერთობებში და გადაავლეთ თქვენს ცხოვრებას თვალი - ეს თუ ასე არ ხდება, თუ ისევ ბოღმიანები, გულქვები და ბრაზიანები ვართ, არ გვაწუხებს ერთმანეთის ტკივილი - ე.ი. ჩვენი ზიარების ნაყოფები ნულოვანია.
ვიფიქროთ ამაზე და გავიაზროთ ეს და საკუთარ თავს შემოვუძახოთ“, - წერს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებების გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მუდმივად გვახსოვდეს, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად“ - გია მურღულია
⭕„ყველაფერს „აკოპირებს“ ჩემგან სარკე ვარ მისთვის...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ქალიშვილზე