
ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება - ლევან მათითაშვილი „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ისეთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა როგორიცაა: მიჯაჭვულობა, სულიერი გამოღვიძება, სტერეოტიპები, ტანჯვა, მინდობა, სიყვარული:
„ფართო თემაა მიჯაჭვულობა. ეს არის გამოვლინება მდგომარეობის, რომელსაც ჰქვია ღრმა ძილი.
მიჯაჭვულობა შეიძლება არსებობდეს როგორც გარე გამოვლინებით, მაგალითად მიჯაჭვული ვარ ყავაზე, წყალზე, ადამიანზე, ნივთიერებაზე, მაგრამ რეალურად ეს მიჯაჭვულობის წყარო ფსიქიკაშია, რომელიც ადამიანის არსშია ჩადებული. რაში მდგომარეობს უმეცრება და უგუნურება? ტვინი დუალიზმშია, ყოველთვის რაღაცის განხილვაში და ჩხუბშია, შეფასებებშია და გააჩნია სუბიექტური წარმოდგენები, რაზედაც ადამიანია მიჯაჭვული. ეს ტანჯვის საგანია და რატომ. პირობითად მე რომ წარმოდგენები გამაჩნია მოვლენების მიმართ, ვითარების მიმართ, ეს წარმოდგენა რომ არ მიკმაყოფილდება იქ ჩნდება ტანჯვა.
მიჯაჭვულობა ჩვენს შიგნითაა, რომელიც შეიძლება საუბრის, ქცევის სახით გარეთ გამოვიდეს.
მიუღებლობა გვაქვს ადამიანებს იმის მიმართ, რომ არ ვაღიარებთ. პრობლემაა ის, რომ სხვა ადამიანების აზრს, მოქმედებებს არ ვიღებ. არადა მარტივია, უბრალოდ ამის აღიარებაა საჭირო“, - ლევან მათითაშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: