Digest Logo

🎥 „ტყუპებივით ვიზრდებოდით: ერთ კლასში, ერთ მერხზე, ერთი დავალება... ფანტასტიკური დაძმობა გვაქვს“ - სოფო ბედია

1771442605
ბორის და სოფო ბედიები

და-ძმა სოფო და ბორის ბედიები სტუმრად „პრაიმშოუში“ იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვობა გაიხსენეს და დედმამიშვილების ურთიერთობაზე ისაუბრეს.

ბორის ბედიამ აღნიშნა, რომ ეამაყება წარმატებული და რომ ჰყავს:

„ძალიან მეამაყება რომ ასეთი მაგარი დაიკო მყავს. რადგანაც სოფო არის ჩემზე წლით და ორი თვით უმცროსი, ვიტყვი რომ ისაა ჩემი და. ძალიან საყვარელი და კარგი პიროვნებაა. კონფლიქტები ბავშვობაში უფრო გვქონდა ხოლმე. უფრო მეტად ვთანხმდებით ხოლმე. ვურჩევთ ხოლმე ერთმანეთს, ბევრჯერ დამხმარებია“, - აღნიშნა ბორის ბედიამ.

ძმაზე ისაუბრა სოფო ბედიამაც და თქვა რომ ისინი ტყუპებივით გაიზარდნენ. მომღერალმა აღნიშნა რომ ერთ კლასში და მერხზე სწავლობდნენ:

„ტყუპებივით ვიზრდებოდით. ერთ კლასში, ერთ მერხზე, ერთი დავალება. ფანტასტიკური დაძმობა გვაქვს. ერთადერთი რაზედაც შეიძლება არ ვჩხუბობდეთ არის ჩვენი შემოქმედება და ვთანხმდებით. ერთმანეთს კარგად ვგრძნობთ. ეს სხვა კავშირია.

იყო ეგ მომენტებიც ლახვრით მოძრაობდა და 6 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. ყველგან მელოდებოდა ხოლმე. დილიდან საღამომდე მელოდებოდა ხოლმე სტუდენტობის დროსაც. ყურადღებიანი იყო სულ. რაც გავთხოვდი იმის შემდეგ დაისვენა“, - აღნიშნა სოფო ბედიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძმობა ყოველთვის კარგი გვქონდა, ბავშვობაშიც იშვიათად ვჩხუბობდით და მე ვერეოდი ხოლმე“ - რას ჰყვება ლევან საგინაშვილის ძმა

⭕ლუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ

⭕მოციგურავე ლუკა ბერულავა: მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია