
„დები ზვიადაურები“, რომელთა სიმღერები ხალხმა აიტაცა და შეიყვარა სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდნენ, სადაც შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:
„ყველაფერი იწყება ოჯახიდან და ალბათ ჩვენი ნიჭიც ოჯახთან არის დაკავშირებული. მთაში მგონი ყველა მღერის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და საქართველოს მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ეს სიმღერაც სპეციალურად შევარჩიეთ.
სკოლის ასაკიდან დავიწყეთ სიმღერა და ფაქტობრივად ყველა ჟანრში ვართ. ასევე კლასიკას და ესტრადასაც ვასრულებდით. ახლა, დები ვაგრძელებთ მთის სიმღერების მღერას. პირველი სიმღერა ალბათ „არაგვის ჭალები“ იყო სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ხალხმა აიტაცა და შეიყვარა. ასევე პოპური იყო, რომელიც ერთად პირველად ვიმღერეთ და გვაქვს საავტორო სიმღერები, რომლებსაც ბევრი საბავშვო ანსამბლი ასრულებს“, - ჰყვებიან „დები ზვიადაურები“.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ანალიზები, რომელიც 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა უნდა ჩაიტარონ - ჯანდაცვის ექსპერტის რჩევები
🎥 ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე გამოიძახეს