Digest Logo

„ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს“ - ხატია წერეთლის პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ

1771589095
ხატია წერეთ

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ბრალი სრულად აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

წერეთელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

მომღერალმა თქვა, რომ თავისუფლებას მინიმალურად ელოდა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება მისთვის სამართლიანია:

„ველოდი თავისუფლებას ძალიან მინიმალურად, მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს“, - ამბობს ხატია წერეთელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნაწლავები: მეტი ვიდრე მონელების ფუნქცია - „პოპულარულია ქრონიკული დაღლილობის სიმპტომი, პოსტკოვიდური სიმპტომები - რა ხდება ამ დროს?“

ხატია წერეთელი თავისუფალია - მომღერალი 2025 წელს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

„სულიერ ცხოვრებაში ადამიანი არის როგორც მეომარი, რომელიც მტრის წინაშე დგას და არ აქვს ერთი წამით მოდუნების შესაძლებლობა“ - თეოდორე გიგნაძე