Digest Logo

🎥 „ვფიქრობდი, რა ვქნა, როგორ ავალაპარაკო-მეთქი და მანანას სიმღერა ვამღერე“ - „ბასტიბუბუს“ შექმნის ისტორია

1720638471

„1992 წლიდან შეიქმნა ბასტიბუბუ. გმირებს რაც შეეხებათ გუდაგუდას მულტფილმიდანაა აღებული. ირინა ბარანოვამ შექმნა ეს ორი საყვარელი თოჯინა.

ძალიან დიდი ხანია ვახმოვანებ ბასტი-ბუბუს. ვიყავი თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც მოიყვანეს ბასტი ჩვენთან, გვქონდა მეტყველების ლექცია. მოვიდნენ მიშა ბუკია და ნინო გოგაძე, ბასტიბუბუს რეჟისორები და სტუდენტებს უნდა გაეხმოვანებინათ ბასტი. ჰოდა ვფიქრობდი, რა ვქნა, როგორ ავალაპარაკო-მეთქი და მანანას სიმღერა ვამღერე.

მეორე დღეს ტელევიზიაში დამიბარეს, შეგიძლიათ ისევ ამღეროთო? ასე მითხრეს დამტკიცებული ხარ ბასტის როლზეო“, - იხსენებს ანა კლდიაშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“.