Digest Logo

ვილი სანიოლი - „ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს“

1742648413
ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე გამართა და პირველი თამაშის მოგების (3:0) მიუხედავად, განაცხადა, რომ საპასუხო მატჩს გუნდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ხვალ არ ითამაშებს, დასვენების საშუალებას მივცემთ. რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, ერევანში უკვე ნახეთ, სამომავლოდ რა სქემის გამოყენებას ვაპირებთ.

პირველი თამაშის 3:0-ის მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. განსხვავებული შემადგენლობა იქნება – ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.

ლაცაბიძესა და გუგეშაშვილს თუ ვათამაშებთ? მეკარის პოზიცია განსხვავებულია და გუგეშაშვილს შანსი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ლაცაბიძე ნიჭიერი მოთამაშეა, უკრაინაში ახლახან წავიდა. ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს და სწავლობს, მომავალში შანსი აუცილებლად ექნება, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდში იდეალური გარემოა, რაც წარმატებისთვის მთავარია. საბა გოგლიჩიძემ დაცვის ცენტრში კარგად ითამაშა და მისი იმედი მომავალშიც გვაქვს“,- აღნიშნა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი-ოფის მოგების შემთხვევაში უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გერმანიაში გუბერნატორს მოვეწონე, მაგრამ ანსამბლის ბიჭებმა ახლოს არ გამაკარეს...“ - რას ჰყვება მანანა თოდაძე?

⭕„ვხედავდი როგორ დადიოდა ჭია ჩემ თვალებში და ვერავის ვაჯერებდი...“ - რას ჰყვება ქალი, რომელსაც თავის ტვინიდან 15 სანტიმეტრიანი „ღორის სოლიტერი“ ამოუღეს?

🎥 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სტამბოლის ქართული სავანე - რამდენად მნიშვნელოვანია მასში დაცული დოკუმენტები?