Digest Logo

ვინ იყო 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - „დიდი ტკივილი ხარ ჩემო ალალო, სუფთა ადამიანო“

1764142605
ნოდარ სეთურიძე

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიას 22 წლის ახალგაზრდა, ნოდარ სეთურიძე ემსხვერპლა.

დაღუპულს სოციალურ ქსელში მეგობარი ემშვიდობება:

„ღმერთმა ცათასასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო, თან წაიღე ჩემი გული. საშინელებაა რომ ვეღარ გნახავ, როცა ჩამოვალ.

ყოველთვის მომენატრები და ჩემი დანაკლისი იქნები მთელი ცხოვრება. შენს ლამაზ სულს ვენაცვალე და ღმერთმა ნათელში გამყოფოს. შევხვდებით იმიერში.

მიყვარხარ და დიდი ტკივილი ხარ ჩემო ალალო, სუფთა ადამიანო“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს სიმღერა შენ გეძღვნება...“ - რატომ ატირდა ნინი შერმადინი კონცერტის მსვლელობისას

„გაისად ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი სრულდება...“ - რას წერს გია მურღულია

„გრძნობ ზოგად ტკივილს, კანის მოდუნებას, ფრჩხილების მტვრევას ან მოძრაობის შეზღუდვას? გამოსავალი არ არის ძვირად ღირებულ დანამატებში...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი