მსახიობი ქეთი სვანიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც დევნილობაზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: დევნილობის სტატუსი თქვენი ბავშვობის ყველაზე დიდი ტრავმაა? - მან ასე უპასუხა:
„დიახ. ტრავმაა იმიტომ რომ ზოგადად დევნილობა შენს ქვეყანაში ძალიან რთულია. ვერ ვიტყვი რომ ბევრი რამ მახსოვს, რადგან 4 წლის აქ გავხდი უკვე. ერთადერთი დედაჩემისგან გადმოცემით ვიცი, რომ ზღვის ხმაზე ვიძინებდი. სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა ზღვასთან, ვერ ვიძინებდი და სულ ვკითხულობდი - სად არის ზღვა მეთქი. ბინა რომ მივიღეთ, სტუდქალაქში ვცხოვრობდით. ისტერიკა ამიტეხავს და მივხვდი, რომ იქ არ ვარ სადაც უნდა ვიყო. დევნილობა ამაშია რთული. პატარა ქეთი მიხვდა, რომ იქ არ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.
მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამ კი გადადო თავის თავი, ყველგან მატარა. მუსიკალური შვიდწლედი, კონსერვატორიის ათწლედი, ოპერის ბავშვთა გუნდში ვმღეროდი. ერისიონი, სოხუმის თეატრი. ყველა ნაბიჯზე ხელჩაკიდებულები დავდიოდით. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აქ მოვსულიყავი. თუ რამეს ვაკეთებ დღეს, ჩათვალეთ მას ეძღვნება“, - ამბობს ქეთი სვანიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მუქარები იყო - მალე დატოვებ „რუსთაველის თეატრსო“ - რატომ ეშინოდა ქეთი სვანიძეს ქუჩაში გასვლის?
🎥 „ვერ მივიღებ მათგან კრიტიკას, რომელთაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი“ - ქეთი სვანიძე