Digest Logo

„1 მილიონი ევრო მაქვს ვალი, რადგან საკუთარ დას ვენდე და ხელი მოვაწერე“- მექერიშვილი ოჯახურ კონფლიქტზე

1644609917
მექერიშვილი

გასართობ ცენტრ „მინიონების“ ერთ-ერთი მფლობელი - თამუნა მექერიშვილი ოჯახისგან საბანკო ვალდებულების დაფარვას ითხოვს, რათა პირადი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს.

ის სოცქსელში ხშირად ათავსებს ვიდეოებსა და პოსტებს, სადაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.

მან ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „იმის თქმისაც კი მეშინია რომ ვალი 1 მილიონი ევროა...“

„ეს ის დღეებია დიდი ტკივილის დასაწყისის რომლებიც გადავიტანე... როდესაც ორი წლის შემდეგ გავიგე, რომ პასუხისმგებელი გავხდებოდი სესხზე, რომლის წარმოთქმის ახლაც მეშინია 1 მილიონი ევრო... როდესაც ეს გავიგე რადგან საკუთარ დას ვენდე და ხელი მოვაწერე სულ სხვა საბუთზე... რის გამოც კომპანიის ვალზე გამხადა საკუთარმა დამ ფიზიკური პირი ჩემი კუთვნილი ქონებით...

რომელიც სახელმწიფომ მომცა როგორც ცალკე კომლს.... თუ კი დის გაფლანგული ვალის გამო დავთმობდი ჩემს ქონებას ყოველთვის ვიქნებოდი მუდმივად დამხმარე და სამაგალითო შვილი...

არ დავთანხმდი ბოლო წამს ამაზე... ბოლო წამს იმიტომ რომ ოღონდ მშობლებს არ ენერვიულათ და ამაზეც თანახმა ვიყავი.... უფალო მადლობა რომ გადამარჩინე...

აქ ის დღეებია როცა მე ვმუშაობ 350 სტუმრის მენიუზე ყოველდღე და გამორიცხულია სამზარეულოში ასე შეხვიდე....

არასდროს არსად მეტყობოდა ჩემი მძიმე წარსული ბავშვობიდან ძალადობა და მერეც.... ხმას არ ვიღებდი რადგან დავივიწყე....

რის ფასად არავინ იცის მეტიც საკუთარ თავზე წინ ოჯახი დავაყენე.... ეს ის დღეებია როდესაც ვალზე ჩემი პასუხისმგებლობა გავიგე ჩემი და ადგა და ასე უბრალოდ წავიდა პირველად მას შემდეგ „ლაივში“ ვნახე. პირადზე იმიტომ გადმოვიდა და საშინელი ცილისწამებაზე ტყუილზე რომ დაეფარა დანაშაული“, - წერს მექერიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵სკანდალური ჭორი, სტერეოტიპი, რომელიც დაანგრია და როლი, რომელზეც უარს იტყოდა - გიორგი გასვიანის ბლიცინტერვიუ

🔵რა აღიზიანებს, როდის ტირის და ნივთი, რის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ილო ბეროშვილთან

🔵„მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან შემცვალა“ - როდის ტირის, რისი ეშინია და რას ეტყოდა 15 წლის ზუკას - ბლიციინტერვიუ ზუკა ხუციშვილთან

🔵რისი ეშინია, როდის ეჭვიანობს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ირმა სოხაძესთან

🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან