Digest Logo

„სანამ არ აჯანყდებიან ანგელოზები, სატანად ქცეულ ღმერთთან, სასტიკ მსოფლიოში არაფერი შეიცვლება“ - იუნა შაფათავა

1679043822
სექსიმბოლო იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, „რომ  არა იდიოტური პოლიტიკა და ფულით გაუმაძღრობა“ ადამიანები სამყაროში გაცილებით მშვიდად იცხოვრებდნენ.

🔵 „ვისი სახელით ესაუბრებით საქართველოს მოქალაქეებს? - გაასაჯაროვეთ ყველას შემოსავალი და მიზნობრიობა, იმ ფულის, სამშობლოს გაყიდვაში რომ იღებენ“ - იუნა შაფათავა

„რა ამოუწურავი ქალაქია.

ცხოვრობ, გგონია, ყველგან იყავი, ყველაფერი გაქვს ნანახი და უფრო საინტერესო ადამიანებს ხვდები და უფრო მეტს იგებ და სწავლობ.

ეს იდიოტური პოლიტიკა და ძალაუფლებით და ფულით გაუმაძღრობა რომ არა, რა მშვიდად ვიცხოვრებდით.

ადამიანობა და ინტელექტი არავის უნდა. ადამიანი სხვას არ ჩარეცხავს/მოკლავს და ბრიყვის მართვა ყველაზე ადვილია.

რა გვაქვს გამოსავალი?

.. და არაფერი შეიცვლება მსოფლიოში, სანამ ყველას მორჩილ უსიტყვო მონად არ აქცევენ. და თუ ვერ აქცევენ, გაანადგურებენ და მათ მორჩილი კლონით ჩაანაცვლებენ.

ხომ არის ნაციზმი ნორმა და წახალისებული. და ასე იქნება წახალისებული ყველა დანაშაული, ადამიანების ბულინგი განსხვავებული აზრის გამო, ჩარეცხვა, გარიყვა.

არც კლასობრივი დაყოფა აღმოიფხვრება, რადგან არ არსებობს ძალაუფლებაზე დიდი დოპინგი, ფულზე მეტია ძალაუფლება.

და რომ შეპირდები სასტიკ დებილს მეფობას და მეთაურად დაუყენებ ბრიყვებს, შენი კაცობრიობის განადგურების ამოცანა გამარტივებულია.

არ არსებობს ფულიან, ძალაუფლებაში მყოფ ბრიყვზე დიდი საშინელება.

სამწუხაროა, ეს ჯაჭვი არ მთავრდება.

სანამ, არ აჯანყდებიან ანგელოზები, სატანად ქცეულ ღმერთთან, სასტიკ მსოფლიოში არაფერი შეიცვლება.

მაგრამ მე არ მინდა, უკმაყოფილოს ან ნაწყენის შთაბეჭდილება დავტოვო.

ჩემს ცხოვრებაში სამოთხეა, მაგრამ ამდენი უბედურების ყურება ჩემი სამოთხის ღრუბლებიდან რთულია, მეც ხომ ადამიანი ვარ, რობოტი არა… იმედია, საღად მოაზროვნე უმცირესობა ბრიყვ და სასტიკ უმრავლესობაზე გაიმარჯვებს“,- წერს შაფათავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სასწრაფოს ბრიგადა თითქმის ერთ საათს უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, უკაცრიელ პარკში, რაგბის სტადიონთან იპოვეს...“ - ლაშა ბერულავა დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე

🎥 „დავდიოდით ქალაქში, მთლიანად უბანში, მერე ჯგუფში დაიწერა პეტრიწზეაო, იქ ასვენია“ - რას ჰყვებიან მცხოვრებლები 12 წლის გოგოს ამბავზე

🔵„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით“ - ირაკლი ღლონტის ემოციური პოსტი