Digest Logo

„ძროხა, ღორი, მსუქანი, გასიებული - ამ სიტყვებით მლანძღავდნენ და ძალიან დავკომპლექსდი“ - თიკა ჯამბურია 

1643485321
მომღერალი თიკა ჯამბურია

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში „სთორი“ საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ისაუბრა. ჯამბურიამ საკუთარი თავი მგრძნობიარე ადამიანად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მისთვის შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ხაზი გაუსვა იმასაც რომ კრიტიკაზე საკმაოდ ემოციურად რეაგირებს.

თიკამ ეთერში გაიხსენა თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს მაშინ,როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ჭარბ კილოგრამებზე მიანიშნებდა და ამის გამო მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ კიდევაც.

„ჩემი მომატებული წონის გამო ხალხი ძალიან მაკრიტიკებდა. მეც ვკომპლექსდებოდი და აღარ მინდოდა არც ტელევიზიაში მისვლა და არც სცენაზე ასვლა. მოვამზადებდი სიმღერას, ჩავდებდი შრომას და მსმენელი სიმღერის ნაცვლად ჩემს ფიზიკურ მონაცემებს აფასებდა - ძროხა, ღორი, მსუქანი გასიებული, ამას და კიდევ რას აღარ მეძახდნენ. ბევრჯერ შემცოდებია ჩემი თავი და მიტირია. შემდეგ ჩემი მეგობრის დახმარებით გადავლახე და ახლა უკვე მივხვდი რომ პრობლემა ჩემში კი არა ხალხშია“, - ამბობს თიკა ჯამბურია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები? - ფოტოები სოციალური ქსელიდან

🔵„გრიგოლიამ და აქუბარდიამ თავიდან მომიშრეს „სად ეცალათ ჩემნაირ უცხო, უპატრონო, უცნობ ვიღაცასთან სალაპარაკოდ“ - ხოდა ახლა უნდათ თემის გაშუქება, იმიტომ რომ, უცებ აქტუალური გახდა“ - ესმა გუმბერიძე

🔵„დღეიდან ვენერა ხელს შეუწყობს ახალი სასიყვარულო პარტნიორების გაცნობას და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელის პროგნოზი

🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔵„15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მისი შვილის მონატრებას გადაჰყვა“ - 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა

🔵ქალმა ბავშვი დათვის ვოლიერში ჩააგდო – რა გააკეთა კავკასიურმა მურა დათვმა