Digest Logo

„არ მესმის, როგორ შეიძლება არ შეგეცოდოს... მგონია, რომ ღმერთი პირველს მათ სულს მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს“ - ლაშა მარგიანი

1673074145
ლაშა მარგიანი და ქისტაური

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.

👉 ლიზა ქისტაურის საქმის დეტალები - რას აცხადებენ ბელგიის პროკურატურაში?

ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. მათ შორისაა ახალგაზრდა პოეტი ლაშა მარგიანი.

„არ მესმის, როგორ შეიძლება არ შეგეცოდოს ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია არც შენთვის, არც სხვისთვის და ვიღაცამ სასტიკად მოკლა.

ლიზა ქისტაურზე მაქვს საუბარი. თუ ვინმე სიცოცხლით სავსე იყო, ამ მომაკვდავ ქვეყანაში, ერთ-ერთი პირველი ისიც იყო, თუ ვინმე რამეს ბედავს ამ მონური ფსიქოლოგიის მქონე საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გარშემოა,
ერთ-ერთი ისიც იყო.

ალბათ ამ გაბედვას ვერ პატიობენ მსგავს ადამიანებს, ამ გაბედვის გამო არ უყვართ ისინი და ამიტომ დევნიან და ძალადობენ მათზე.

ღმერთმა იცის, რამდენ სისაძაგლეს ვაკეთებთ ჩუმად, ზურგს უკან, მოფარებულში, ერთმანეთთან კი ათას ნიღაბს მოვირგებთ ხოლმე, მით უფრო ხალხში.

ლიზას ეს ნიღბები არ ეკეთა, იყო ისეთი, როგორიც იყო, ან როგორიც თვითონ წარმოედგინა თავისი თავი.
სადღაც წავიკითხე ადრე დაახლოებით ასეთი რამე, იმის მეშინია, როცა ღვთის წინაშე წარვდგები, ვაითუ ღმერთთან ისინი დამხვდნენ ვინც ჯოჯოხეთისთვის განწირული მეგონა და ჯოჯოხეთში იმათ მოვკრა თვალი, ვისზეც ვფიქრობდი,
რომ ცხონდებოდა და სამოთხეში მოხვდებოდაო.

ჰოდა, სულ მგონია, რომ ღმერთი პირველს მათ სულს მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს“, - წერს ლაშა მარგიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქისტაურის შემთხვევა პირველია, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი წუხს და არ იცინის. ამაში წვლილი მის იუმორსაც მიუძღვის“ - ირაკლი კუპრაძე

🔵„მადლობა რომ ოდნავ უკეთესები გაგვხადე. სიკვდილით გვაჩვენა, როგორ შეიძლება ხმამაღლა დავიტიროთ ადამიანი, ისე რომ...“ - გიგა მაქარაშვილი ქისტაურზე

🔵„რისი გუ­ლის­თვის იკ­ლა­ვენ ასე­თე­ბი თავს? ამ­დენ მე­ზო­თე­რა­პი­ას, რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და სა­ხის ჯიჯგვნას, ერთი კარ­გი ტორ­ტის ნა­ჭე­რი ჭა­მეთ, არ გირ­ჩევ­ნი­ათ?“ - რას წერს თეა გვასალია