Digest Logo

„ადგილს ვერ ვპოულობ, გულს ბაგაბუგი გაუდის, რაც ახლოვდება თამაშის დღე“ - ზურა ხაჩიძე საქართველო - ლუქსემბურგის თამაშზე

1710941726
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველო - ლუქსემბურგის თამაშს ეხმაურება, როგორც იგი წერს მას ბიჭების წარმატების სჯერა. 

„ადგილს ვერ ვპოულობ, გულს ბაგაბუგი გაუდის რაც ახლოვდება თამაშის დღე, ზუსტად ასეა ყველა ვისაც ეს ქვეყანა გულით, სულით და ხორცით გვიყვარს!

მე მჯერა ჩვენი ბიჭების და იმედია მათაც გამჯდარი აქვთ ეს სულის კვეთება.

ზეციური საქართველოდან გვამხნევებენ ჩვენი ფეხბურთის ლეგენდები და მათი სანუკვარი ოცნებაც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და დავწეროთ ახალი ისტორია!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო“ - ბარბარე ჯანაშია

⭕ნარკოდამოკიდებულება, კაზინოში სიარული, პატიმრობა, დის შვილის შვილება, ნინო სუხიშვილზე შეყვარებული - სკანდალებში გახვეული თემურ თათარაშვილის პირადი

🎥 „17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა...“ – ნუცა ბუზალაძის ინტერვიუ დედაზე