
თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო და ინსტაგრამზე გამომწერებს აღდგომა მიულოცა.
საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
„ქრისტე აღსდგა! აღდგომის მადლი შეგეწიოთ ყველას! გილოცავთ, მიყვარხართ“, - წერს ანუკი არეშიძე.
ცნობისთვის, ლიტურგიაზე მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: