მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია მიიჩნევს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის მსვლელობის დროს დანარჩენს მსოფლიოს აქვს ვლადიმერ პუტინის განადგურების შესაძლებლობა. გვასალიას აზრით, მიმდინარე ომი ნათლად გამოაჩენს დასავლეთის, ამერიკისა და ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რეალურ ინტერესებს.
„ახლა აქვს მსოფლიოს უნიკალური შანსი, მოიშოროს თავიდან პუტინი და დაასუსტოს რუსეთის იმპერია ისე რომ თვითონ ერთი ტყვიაც არ გაისროლოს. ახლა გამოჩნდება, მართლა დემოკრატიული ფასეულობები აინტერესებთ, თუ საკუთარი კეთილდღეობდა და რუსული გაზი, ნავთობი და ხორბალი. ძალიან უტოპიური სცენარია, მაგრამ რა იქნება ყველა ქვეყანამ დაუკეტოს რუსეთს საჰაერო გზები, ყველამ აკრძალოს რუსეთთან მიმოსვლა და ვაჭრობა, ყველა ბანკმა გაყინოს რუსული ანგარიშები, სრულ იზოლაციაში მოაქციონ ქვეყანა და მერე ნახეთ თქვენ, გამწარებული და დამშეული რუსები რომ გამოვლენ ქუჩაში, „ავრორას“ გასროლა მონაგონი იქნება და პუტინი კი არა, სტალინი რომ ადგეს საფლავიდან, ის ვერ შეაჩერებს გავეშებულ ბრბოს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ სანქციებით მთელი ევროპა და ნაწილობრივ ამერიკაც დაზარალდება, იქაც ავარდება ფასები, გაიზრდება ხალხის უკმაყოფილება და ჩამოიშლება ეკონომიკის ნაწილი, რაც ბევრ მთავრობას გადადგომად დაუჯდება. ჰოდა, თბილი ადგილების დაკარგვის შიშით, ეს შანსი თუ გაუშვეს ხელიდან, უკრაინა რუსეთს მიუგდეს საჯიჯგნად და 21-ე საუკუნეში, შუაგულ ევროპაში, შორიდან დაუწყეს ომს ყურება და ვიშვიში, დახურონ გაერო, დაითხოვონ ევროპარლამენტი, გამოკეტონ ნატოს მითიური კარი, ხან რომ ღია იყო ჩვენთვის და ხან დაკეტილი და სად უნდა წაიღონ თავიანთი მაპი და მაპზე უკეთესი კი მიხვდებით და აქ ნუ დამაწერინებთ“, - წერს თეა გვასალია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „გავსებულია ორ სართულიანი ავტობუსი“ - დომენიკ მანგო უკრაინაში წავიდა