Digest Logo

„არ მიყვარს სამსახურის თემების ფბ-ზე გამოტანა, მაგრამ...“ - ნინო ნადირაძე

1665327108
ნადირაძე და სააკშვილი

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უცხოელი ექსპერტის არშეშვების საკითხს გამოეხმაურა. 

„არ მიყვარს სამსახურის თემების ფბ-ზე გამოტანა, მაგრამ ექსპრეზიდენტის გულით (და არა ფულით) გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მრავლად მყავს სამეგობროში, ქრონოლოგიურად მოვყვები.

დღის პირველ საათზე მომმართეს წერილობით უცხოელი ექსპერტის შეყვანასთან დაკავშირებით და სიჩქარის მიზეზად დამისახელეს, რომ ღამე უნდა გაფრენილიყო, მე ზეპირად და წერილობითაც ავუხსენი, რომ ამისი იურიდიული უფლება არ მქონდა და დავპირდი, რომელ საათზეც არ უნდა გაცემულიყო ლიცენზია, აუცილებლად შევიყვანდით პაციენტთან. ლიცენზიის გაცემისთანავე ეცნობათ მათ, მაგრამ გავიდნენ სასადილოდ და სადღაც 2 საათში დაბრუნდნენ, ამის შემდეგ მოინახულა პაციენტი, ანუ იმ დღესვე.

მეორე დღესაც იმყოფებოდა კლინიკაში პრობლემის გარეშე. ექსპერტის შეყვანა უმარტივესად შეეძლო სახალხო დამცველს, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაითანხმეს. სულ ეს იყო. არც იმ დღეს და არც მეორე დღეს დანიშნულება და რეკომენდაცია მისგან არ მიგვიღია, სამწუხაროდ“, - წერს ნადირაძე.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია

🔵ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა დედა და გზა ეკლესიიდან სექსიმბოლოობამდე - თამო ვაშალომიძის სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა

🔵„კაცი სიკეთე და სიყვარული! ასეთი ტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია!“ - მეგობრები თერჯოლის გარდაცვლილ მერს ემშვიდობებიან