Digest Logo

„არ მსიამოვნებს ილიაზე ბინძურად რომ ლაპარაკობს“ - მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანი გააკრიტიკა

1782490848
მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანი

მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-ს პოდკასტში ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის არმან ცარუკიანის დამოკიდებულებაზე ილია თოფურიას მიმართ. სომეხი მსუბუქწონოსანი პერიოდულად ცდილობს ექს-ჩემპიონის პროვოცირებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ჯასტინ გეიჯისთან წააგო.

„ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, თუმცა უნდა ვთქვა ეს - არ მსიამოვნებს, რომ ასე ბინძურად ლაპარაკობს, ჩემს ძმაზე, ილიაზე. ნამდვილი ომი გამოიარა და თოფურია მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. მესმის, რომ არმანს უნდოდა მასთან ჩხუბი, მაგრამ უპატივცემულობა არ უნდა გამოეჩინა.

ასეთი ბინძური ლაპარაკი უბრალოდ არ შეიძლება. ვიცი, რამდენს შრომობდა ქართველი მებრძოლი გეიჯისთან ბრძოლის წინ. მისმა მარცხმა გული მატკინა, მაგრამ მჯერა, „მატადორი“ ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ქამარსაც დაიბრუნებს. მიყვარს და ვამაყობ მისით“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ენის ნორმათა დამდგენ ექსპერტთა კომისიას ძალიან დააკლდება“ - კოლეგები რუსუდან ზექალაშვილს ემშვიდობებიან

⭕„ზეკარი - ალპები“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად იმერეთის ბუნება მოხვდა

როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით

წყარო: lagazzetta.ge