ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში.
ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს. ამჯერადაც მორიგი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც წყვილმა 16-17 წლის წინ გადაიღო:
„ლევანი & ნინი 2010 წელია თუ არ ვცდებით.
ასეთებიც ვიყავით, ალბათ 16 - 17 წლის წინ“, - აღნიშნულია დუეტი „ლეონის“ ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებუი ფოტოს აღწერაში.
ცნობისთვის, ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა. ახალშობილს იესე დაარქვეს.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ: