5 იანვარს მედიაში გავრცელებული იფორმაციის თანახმად, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მისმა შეყვარებულმა მოკლა.
როგორც ცნობილია, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიზას დედას, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.
გარდაცვალების შესახებ ცნობებს ლიზა ქისტაურის დედა ამ დრომდე არ ადასტურებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი ქრისტი ლაბაძე გამოეხმაურა.
„აუ, ლიზა არ აღმოჩნდა, სხვა ტრანსგენდერი - რას ნიშნავს? ყველა ერთნი ვართ მეგობრებო, ყველაზე უნდა შეგვტკიოდეს გული.
ანუ იმას ვიკიდებთ? იმას არ ჰყავს ოჯახი? აქედან მივხვდი, რომ დადგმულია“, - წერს კრისტი ლაბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: