ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე 21 აგვისტოს მშობლები გახდნენ, წყვილმა შვილს დამიანე დაარქვა.
დამიანე უკვე მოინათლა კიდეც.
ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს რომ განსაკუთრებული მეგობრობა აქვთ, ეს ყველამ იცის. აღმოჩნდა, რომ მათი ცოლებიც ბავშვობიდან მეგობრები არიან.
ნიცა თავაძემ სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოებთან ერთად შვილების ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ისინი მომავალი საუკეთესო მეგობრები არიან.
„ბავშვობის და მომავლის საუკეთესო მეგობრები“, - წერს ნიცა თავაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები და წარმატება ელის