Digest Logo

ბერლინში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ - „რამდენიმე დღით მიდიოდა და უნდა დაბრუნებულიყო“

1721988532
 შოთა კაპანაძე,

ბერლინში 69 წლის შოთა კაპანაძეს ეძებენ. როგორც დაკარგული კაცის შვილი ია კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, მამამისი საზღვარგარეთ რამდენიმე დღით უნდა წასულიყო, თუმცა 12 ივლისის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ია კაპანაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„დაიკარგა 12 ივლისს.

ბერლინში ჩაფრინდა ყველა წესის დაცვით, საბუთებიც წესრიგში ჰქონდა. მაინც დააყოვნეს აეროპორტის გასასვლელში, ჩასვლის მიზეზს აზუსტებდნენ და ოჯახის წევრებიც დაუკავშირდნენ ამასთან დაკავშირებით! მერე, როგორც შეგვატყობინეს სატელეფონო კავშირით - გავუშვითო, ოღონდ რამდენიმე საათის შემდეგ, სწორი თქვეს თუ არა, ესეც გასარკვევია!

უნდა წასულიყო სხვა ქალაქში, მაგრამ ადგილზე არაა მისული! რამდენიმე დღით მიდიოდა და უნდა დაბრუნებულიყო. მას შემდეგ ვეძებთ! შოთა კაპანაძე, ასაკით 69 წლისაა. ჭაღარა თმით. ეცვა თეთრი პერანგი (,,საროჩკა") წვრილი ზოლებით, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი კლასიკური შარვალი და ახურავს შავი კეპიანი ქუდი. აქვს ლურჯი ადიდასის ზურგჩანთა ყვითელი ზოლებით. მამაა ჩემი, იქნებ ვინმემ დაინახეთ სადმე, ძალიან გთხოვთ, შემატყობინოთ...“, - წერს ია კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას გვპირდებიან ვარსკვლავები ზაფხულში - როგორია აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

„ასეთია ჩემი ზღაპრის გმირის ნაჩუქარი პირველი საოცრება, დიდი სიყვარულის სხივი „მამას ჟიფარი“ - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი შვილს

„კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით“ - გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი