ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც საძინებლის განათების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„საძინებლის განათება მართავს შენს ჰორმონებს:
ბევრმა არ იცის, მაგრამ ღამით სინათლე პირდაპირ თვალის ბადურაში შედის და ტვინს ეუბნება დღეა თუ ღამე.
ამის მიხედვით ტვინი წყვეტს, რამდენი მელატონინი უნდა გამოიმუშაოს. მელატონინი არ არის მხოლოდ ძილის ჰორმონი, ის არის დაბერების საწინააღმდეგო იმუნური ცხიმის დამწვავი და კიბოსგან დამცავი ჰორმონი.
თეთრი და ლურჯი სინათლე ტელეფონიდან, ტელევიზორიდან, LED ნათურებიდან - თრგუნავს მელატონინს
ტვინი რჩება „დღის რეჟიმში“. შენ ვერ იძინებ, გრძნობ შიმშილს, სტრესს და მეორე დღეს დაღლილი ხარ.
ყვითელი თბილი სინათლე ტვინს ეუბნება - ღამეა, უსაფრთხოა, დროა აღდგენის.
მელატონინი იზრდება, ძილი ღრმავდება, ჰორმონები ბალანსდება.
ადამიანები ვისაც ნათელ ოთახში სძინავთ სქელდებიან, უვითარდებათ დიაბეტი და უფრო სწრაფად ბერდებიან.
სიბნელე კურნავს.
თბილი სინათლე ხელს უწყობს ძილს, თეთრი სინათლე ანადგურებს მელატონინს“, - წერს არუნ ხათრი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: