Digest Logo

„ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან, გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ“ - რას წერს ბაია პატარაია

1637867757
ბაია პატარაია

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობაზე წერს.

„უკვე მერამდენედ ვაწყდები ამბავს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეყვარებული ჰყავს, მშობლები რასაც ჰქვია „პროგრომს" უწყობენ (ოჯახში ძალადობა მ.126 პრიმა), შინ კეტავენ ( უკანონოდ უღკვეთენ თავისუფლებას მ. 143), ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან (მუქარა მ.151), გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მ. 144 ტერცია).

სპეციალურად მივუწერე ის სისხლის სამართლის დანაშაულები, რასაც მშობლები ჩადიან შვილის წინაშე. ისჯება კი არა, მთელი ბუკეტია დანაშაულების, ციხე რომ არ ასცდებათ სათითაოდ - ისეთი. ამიტომ გოგოებო, ქალებო, ნუ მოითმენთ ამ დამცირებას და ძალადობას ნურავისგან, მით უმეტეს ოჯახში, სადაც პირველ რიგში უნდა ზრუნავდნენ არა „აპკზე" და „ოჯახის ღირსებაზე" (მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქალის ჩაგვრას ფსევდო-ღირსებით ამართლებს), არამედ შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ასეთი ქცევა სიველურეა და ყველა ქალი დაცული უნდა იყოს ამ მართლა ღირსების შემლახავი ძალადობისაგან.

თუ მსგავს მდგომარეობაში ხართ, მოგვმართეთ საფარი/Sapari-ს 2 307 603 და აუცილებლად მიმართეთ პოლიციას 112, მყისიერი შეტყობინებისთვის კი ჩამოტვირთეთ/გამოიყენეთ მობ. აპლიკაცია Safe You - საქართველო", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„სისხლი გაჩერდა ვერაფერს ვერ ვამბობ“ - იმედო ლაცაბიძე გარდაიცვალა

🔵გთხოვთ, გახსოვდეთ, კოვიდი არსად წასულა და მისი დელტა ვარიანტი უფრო ვერაგი და სასიკვდილოა - გიორგი ფხაკაძე

🔵„ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ არავის და არაფერს ერიდებიან...“ - რას წერს ივერი

🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი

🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია  - რას წერს გიორგი ფხაკაძე