Digest Logo

„ჩემი უძლეველი რაზმი სკოლას დაუბრუნდა!“ - გია ბაღაშვილის ემოციური პოსტი შვილებზე

1663244537
გია ბაღაშვილი

დღეს 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. 15 სექტემბერი დიდი ემოციებით დატვირთული დღე აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის, რადგან მათი პატარები ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას.

ამ დღის აღსანიშნავად მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და შვილებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. განსაკუთრებით კი მის უმცროს ქალიშვილს ანასტასიას, რადგან ის პირველკლასელი გახდა.

„ჩემი უძლეველი რაზმი სკოლას დაუბრუნდა! 

მამიკოს გულის გამხარებლის, პატარა ანასტასიასთვის განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან დღეს პირველად წავიდა სკოლის მოსამზადებელ კლასში! 

ყველას გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ჯანმრთელობა, სიკეთე და წარმატებები თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს“, - წერს გია ბაღაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი „სელებრითების“ შვილები სწავლის დაწყების პირველ დღეს (ფოტოები)

🔵„თუ ეს მიმართვა ხვიჩამდე მივა, ვისურვებდი, რომ მას ერთი გოლი ნიკოს ხსოვნისთვის მიეძღვნა...“ - რას წერს ჟურნალისტი

🔵„ჩემმა მეგობარმა მარიკამ დამირეკა და მკითხა - ვერაზე ვიღაც ნიკა კვარაცხელიას ესროლეს და შენი ნიკო ხომ არ არისო?“ - ნინო ზამბახიძე კვარაცხელიას ამბავს იხსენებს