Digest Logo

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე

1775551798
ზურაბ შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვობის ისტორიას იხსენებს:

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო განედლდება. ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით.

თავსხმა და დელგმაც, რომ ყოფილიყო უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით. „ჩულქებში“ გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია მიწაში ჩურჩულით მიაყოლებდა ლოცვას: „სიკეთით მომაწევიე და სიკეთით მომახმარე წრომანდელი მოსავალიო“.

ბაბუაც დაკრავდა თოხს და მიაყრიდა დაშლილ ბელტებს ბებიას ჩაყრილ სამშეთა ლობიოს კაკლებს, ფორჩხის კიტრებს და ხაპერებს. ფოცხით გადაუვლიდა კეჟერა ფხალს, მაკიდოს და ნიახურის კვლებს.

დიდ, თათრულა ხაპებს ბუდნებათ ვთესავდით და საძროხის სახურავზე აგვყავდა ჩელტებით.. ცერცვი წინა წლის ოქტომბერში ითესებოდა და ამ დღეს უკვე პარკში თუ არა ყვავილში მაინც იყო. ღვიოდა ჩვენი ბაღჩა მისდღემჩი და დაზამთრებამდე ბებიას კალთებით გადმოქონდა და გადმოქონდა ნაირ-ნაირი ბოსტნეული და მწვანილი. სავსე იყო ყოველთვის გობები, გოდრები, კალათები.

საკმარისზე მეტი გვქონდა სულ ყველაფერი. ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი , რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით. დანარჩენი ახალ წიგნში „ჩემი ამბები“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არსებობს ეგზისტენციალური სიცივე, რომელსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ ხსნის...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ეშმაკი ატარებს პრადას“ ფილმის ფინალური თრილერი გამოქვეყნდა

⭕„ამ დღეს, ღვთისმშობელს ეუწყა „მესიის“ განკაცება მთავარანგელოზ გაბრიელის ენით“ - გიორგი ლობჯანიძე ხარების დღესასწაულზე