
ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
სოსო ნებიერიძემ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიიღო.
„ჩრდილოეთ კორეის ვიზა ჩემს პასპორტში“, - წერს სოსო ნებიერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორც იქნა გადავდგი ნაბიჯი“ - ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა