Digest Logo

„ჩვენი იდენტობა, კულტურა, გემოვნება, იუმორი და ბევრი სხვა რამ განსაზღვრა ამ ადამიანმა“ - ნატალია ქუთათელაძე ელდარ შენგელაიაზე

1754308696
ნატალია ქუთათელაძ

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.

ელდარ შენგელაიას მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე ემშვიდობება:

„გენიალური ადამიანი წავიდა.

ჩვენი იდენტობა, კულტურა, გემოვნება, იუმორი და ბევრი სხვა რამ განსაზღვრა ამ ადამიანმა.

მადლობა ყველაფრისთვის!“, - წერს ნატალია ქუთათელაძე. 

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დილას ოჯახისთვის მზრუნველი ქმარი გაგაცილა, საღამოს შენი უსიცოცხლო, აკინძული სხეული მოუყვანეს სახლში“ - ვინ იყო ავარიის დროს დაღუპული მძღოლი

„კამერით ხელში მესაუბრებოდა და რეპლიკებს მაწვდიდა, მეხმარებოდა, მეფერებოდა, ცდილობდა როგორმე ის პერსონაჟი დაენახა ჩემში“ - რას იხსენებს ნანა შონია ელდარ შენგელაიაზე

„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც კიტას საფლავზე მიგქონდათ“ - ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაიას ემშვიდობება