
საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სოციალურ ქსელში მიმართავს:
„დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონს - ვიცი საქმე არაფერი გაქვთ და იქნებ „კოჭლი ბუზის“ ტატუირებაზე მაინც ივარჯიშოთ სამეფო სახლში.
„ბიჭო რეებს ბედავ“ კი არა, დაგვაფრინდით გლეხებს თქვენი თავად აზნაურებიანად მაგ ვირტუალური სამეფოთი!!!
ჭკუას ისე გვასწავლის ძალადობაზე და სიძულვილის ენაზე, თითქოს დედოფალი მე გავძუყნე ბლინ!”, – წერს სულაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს სამეფო სახლი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მესამე რეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მუხრანბატონების გვარი სიძულვილის ენით მოიხსენია, რაც მიუღებელია.
„ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ ტექსტი „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებით, სიძულვილის კონტექსტში.
1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური.
თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მეც მომაკითხა - არც პსრ-ით და არც სწრაფი ტესტით არ დამიდასტურდა“ - სოფო ჯაფარიძე
🔵მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
🔵„ომიკრონით ინფიცირებულთა კლინიკაში მოხვედრის შანსი 2-ჯერ მეტია, იმიტომ რომ...“ - დავით გადელია